ცელულიტი – კანქვეშა ცხიმოვან შრეში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მიკროცირკულაციის და ლიმფის დინების დარღვევებს. არსებობს ცელულიტის 4 სტადია. ამ პროცესის დროს ყალიბდება მიკროკვანძები და კანის ზედაპირი ხდება ფორთოხლის კანის მსგავსი.(ძირითადად მე-3 და მე-4 სტადიებში).
ვაკუოდერმი – ეს არის სამედიცინო აპარატი, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში, რევმატოლოგიაში, ტრავმატოლოგიაში. მას გააჩნია 106 პროგრამა . იგი გამოიყენება როგორც სახის, ასევე ტანის ესთეტიკური პრობლემების გადასაჭრელად.
აპარატით ვაკუოდერმი –ხდება კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების, აგრეთვე კანის უჯრედების ტროფიკის გააქტიურება. ეს არის არაინვაზიური პროცედურა, რომელიც გამოიყენება თქვენი კანის სიმკვრივის და რელიეფის გაუმჯობესებისთვის. კონტაქტური მეთოდი, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციების სტიმულაციის საშუალებას იძლევა და ააქტიურებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ორგანული ნარჩენების და უჯრედოვანი მეტაბოლიზმის შედეგად დაგროვილი ნაერთების განდევნას.
ლიმფოდრენაჟი – ამ პროცედურის თანმხლები და განუყრელი ნაწილია. მისი საშუალებით ხდება ზედმეტი სითხის განდევნა უჯრედშორისი სივრცეებიდან.
ლიმფური და სისხლის ძარღვების ტონუსი დროთა განმავლობაში ქვეითდება, რაც იწვევს ზედმეტი სითხისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ტოქსიური ნივთიერებების დაგროვებას უჯრედშორის სივრცეებში. ასაკთან ერთად წარმოიქმნება შეშუპებები სახეზე და ტანზე.
ლიმფოდრენაჟი აღადგენს:
ნივთიერებაღა ცვლას ორგანოების და ქსოვილების უჯრედებში;
აუმჯობესებს ვენოზურ სისხლისმიმოქცევას;
აცხრობს ქსოვილოვან შეშუპებას და აღადგენს წყლის ბალანსს;
კანი ხდება მკვრივი და გლუვი;
ხელს უწყობს ცელულიტის გაქრობას;
ხელს უწყობს წონის დაქვეითებას;
ამაღლებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს ,მისი იმუნიტეტისა და სტრესის
საწინააღმდეგო მოქმედების ზრდის ხარჯზე.
ვინაიდან ვაკუოდერმის პროცედურის დროს საგრძნობლად უმჯობესებდა ლიმფური და ვენოზური სისხლის დინება, პაციენტს პირველივე პროცედურის შემდეგ უჩნდება სიმსუბუქის შეგრძნება.
პროცედურის ჩატარების სიხშირე – კვირაში 2-3 სეანსი
რეკომენდირებული კურსი – 10-20 სეანსი