პროცედურა Hydradermie თქვენს კანს სილამაზეს და ჯანმრთელობას შეჰმატებს. პროცედურა ტარდება Guinot (ფრანგული ლუქს დონის ბრენდის) დამუხტული შრატების მეშვეობით. Hydradermie – თერაპია მიკროდენებით, რომელიც ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და უბრუნებს მოდუნებულ სახის კუნთებს სიმკვრივეს.
Hydradermie Jeunesse – დანამვის პროცედურა “ორმაგი იონიზაციის” (ექსკლუზიური მეთოდი) საშუალებით, ხელს უწყობს შრატის შემადგენეკი კომპონენტების კანში ღრმა შეღწევას. შედეგად ხდება კანის ჰიდრობალანსის აღდგენა, მისი დამაცველი ფუნქციების გაძლიერება და ელასტიურობის გაუმჯობესება.
შრატი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და უნიკალურ ჰიდროციტულ კომპლექსს, უზრუნველყოფს კანის უჯრედებს აუცილებელი ტენით. “ორმაგი იონიზაცია” ამ პროცესს ორმაგად ეფექტურს ხდის.
Hydradermie Lift – თერაპია მიკროდენებით, რომელიც ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და უბრუნებს მოდუნებულ სახის კუნთებს სიმკვრივეს.
კანის ელასტიურობას აღდგენა ხდება შრატის განსაკუთრებული შემადგენლობის – ბიოპეპტიდების წყალობით.
ღრმა ბიოლოგიური წმენდა აუმჯობესებს კანის სუნთქვით ფუნქციას და ზრდის შემთვისებელ უნარს პროცედურის სხვა აქტიური კომპონენტების მიმართ. პროცედურის დროს ტარდება დრენაჟი, რომელიც აუმჯობესებს უჯრედშორის ცვლის პროცესებს და აცხრობს შეშუპებას.
რეკომენდირებული კურსი: 4 სეანსი
ეფექტის შენარჩუნებისთვის: თვეში 1 სეანსი