თმის მოშორების ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდი.
კლინიკაში “იუვენტა” ში ამ მიზნის განსახორციელებლად გამოიყენება დიოდური ლაზერი. თმის მოშორება ხდება ყველა ტიპის კანზე, სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.პროცესი ეფუძნება თმის პიგმენტის მიერ ლაზერის სხივის შთანთქმას და ამის შედეგად თმის ზრდის წყაროს განადგურება. თმის ფოლიკულში ჩაღწევისას, მისი სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა იწყებს ცვენას. არსებობს ასევე მიძინებული ფოლიკულები, რომელიც ლაზერული სხივისთვის უხილავია. ენერგია მათზე არ ზემოქმედებს ან ზემოქმედებს და იწვევს მათ დეფორმაციას, თუმცა ფოლიკულების ბოლოლომდე განადგურება არ ხდება. დროის გარკვეულ მონაკვეთში, ისინი იღვიძებს და თმის ზრდაც გრძელდება. ეპილაციის საერთო კურსი შედგება რამდენიმე პროცედურისგან ინდივიდუალურად თითოეული პაციენისთვის. დიოდური ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი დიამეტრის, ფერის თმის მოშორება გარდა, თეთრი (ჭაღარა) უპიგმეტო თმისა. პროცედურა უმტკივნეულოა. პროცედურის ჩატარების წინ ლაზერით ზემოქმედების ზონა უნდა გაიპარსოს პროცედურამდე 4-6 საათით ადრე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასამუშავებელი ზონის ზომაზე და შეადგენს 15-20 წუთიდან 1,5-2,5 საათამდე.