ქიმიური პილინგი

რა არის პილინგი?
სახელწოდება ინგლისური სიტყვა PEEL-იდან მოდის რაც ექსფოლაციას ანუ აქერცვლას, გაფცქვნას ნიშნავს. სახის პილინგი პროცედურაა, რომელიც კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს აცილებს. შედეგად კანის გარეგნულ იერს აუმჯობესებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კანი ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, აკნეს, სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს, ნაწიბურებს და სხვა.