ულტრაბგერითი პილინგი

ყველა ქალს უწევს შეეჯახოს ისეთ მოვლენას, როდესაც სახის კანის ფორები ბინძურდება მკვდარი უჯრედებისგან, მტვრისგან და ა.შ. კანს უჭირს სუნთქვა, ის ვერ იღებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადს და იწყებს ფერის დაკარგვას.

თანამედროვე კოსმეტოლოგია, ამ პრობლემის გათვალისწინებით, გვთავაზობს ულტრაბგერით პილინგს – ყოველგვარი დაბინძურებისგან სახის გასუფთავების უსაფრთხო და ძალიან ეფექტური მეთოდი.

ასეთი პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით, რომელიც გამოიმუშავებს გარკვეული სიხშირის ულტრაბგერით ტალღებს, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის. პილინგი დაფუძნებულია ეპიდერმისის ზედა შრის ნაზ და აკურატულ გასუფთავებაზე.

სახის ულტრაბგერითი პილინგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. კანის დამუშავება მინერალური წყლით, რომელიც ღრმად აღწევს ღრმა შრეებში და ზედაპირზე გამოდევნის მიკროელემენტებს, რომლებიც აბინძურებენ კანს.

2. კანის აპარატული ულტრაბგერით დამუშავება. პაციენტი არაფერს გრძნობს, გარდა სასიამოვნო ვიბრაციის. ის ხსნის ფორებს და სათუთად ასუფთავებს მათ ყოველგვარი დაბინძურებისგან.