სახის ღრმა გაწმენდა

ცხიმოვანი ჯირკვლები, რომლებიც განლაგებულია კანში, დროდადრო გამოიმუშავებს ცხიმს, რომლითაც ივსება კანის ფორები. სწორედ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიური მოქმედება განსაზღვრავს კანის ტიპს ( ცხიმიანი, ნორმალური, მშრალი) იმისათვის რომ კანმა შეითვისოს კრემი, ნიღაბი თუ სხვა აქტიური დანამატი საჭიროა დროდარო ფორების გასუფთავება დაგროვილი ცხიმისგან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახის ღრმა წმენდა. გარდა ამისა ამ პროცედურის დროს ხდება მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოშორება ულტრაბგერითი პილინგის მეშვეობითაც და მისთვის საჭირო წამალნაერთების თუ საშუალებების მიწოდება ულტრაბრერითი ფონოფორეზის დახმარებით. პროცედურა მთავრდება დამამშვიდებელი ნიღბით,რომელიც შეიცავს ისეთ შეუცვლელ ინგრედიენტს როგორიც არის კაოლინი (თეთრი თიხა).