ლიმფოდრენაჟი – მისი საშუალებით ხდება ზედმეტი სითხის განდევნა უჯრედშორისი სივრცეებიდან.
ლიმფური და სისხლის ძარღვების ტონუსი დროთა განმავლობაში ქვეითდება, რაც იწვევს ზედმეტი სითხისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ტოქსიური ნივთიერებების დაგროვებას უჯრედშორის სივრცეებში. ასაკთან ერთად წარმოიქმნება შეშუპებები სახეზე და ტანზე.
ლიმფოდრენაჟი აღადგენს: ნივთიერებაღა ცვლას ორგანოების და ქსოვილების უჯრედებში; აუმჯობესებს ვენოზურ სისხლისმიმოქცევას; აცხრობს ქსოვილოვან შეშუპებას და აღადგენს წყლის ბალანსს; კანი ხდება მკვრივი და გლუვი; ხელს უწყობს ცელულიტის გაქრობას; ხელს უწყობს წონის დაქვეითებას; ამაღლებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს ,მისი იმუნიტეტისა და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედების ზრდის ხარჯზე.