ცხვირის შეცვლის შესახებ ფიქრობს ყოველი მეორე ადამიანი ჩვენს პლანეტაზე. მაგრამ რადიკალურ კორექციას ცოტა თუ წყვეტს, რადგან ქირურგიული რინოპლასტიკა – ეს არის რადიკალური მეთოდი, რის მიმართვის შემდეგაც უკან დასახევი გზა აღარ იქნება. იქნებ ასეთი ოპერაციის შედეგი არ მოგეწონოთ? სამწუხაროდ, ყველაფრის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, ექიმებისა და კოსმეტოლოგების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა სრულიად ახალი ცხვირის კორექციის მეთოდი – უოპერაციო რინოპლასტიკა.
მეთოდის არსი
უოპერაციო რინოპლასტიკის დანიშნულება – მყარი, მაგრამ დროებითი ცხვირის ფორმის კორექცია. მისი დახმარებით შესაძლებელია გაკეთდეს ცხვირი სწორი, მოვიშოროთ ზედმეტი კეხი ან ჩაღრმავებები. თუმცა ცხვირის დაპატარავება და რადიკალურად სახის ამ ნაწილის შეცვლა უოპერაციო კორექციას არ შეუძლია.
ამ საშუალების არსი საკმაოდ მარტივია – პრობლემურ ადგილას კანის ქვეშ შეჰყავთ გარკვეული ნივთიერება – ფილერი, რომელიც თამაშობს ერთგვარი იმპლანტის როლს. მოცულობა და ინექციის ადგილმდებარეობა დამოკიდებულია მიზანზე.
ცხვირის კანი მუშავდება ანტისეპტიკით და დაიტანება სპეციალური კრემი, რომელიც შეიცავს ანესთეზიას. 15 წუთის გაჩერების შემდეგ იწყება ფილერის შეყვანა. მაკორექტირებელი ნივთიერება შეჰყავთ წინასწარ ამორჩეულ ზონებში, ცოტა რაოდენობით. მანიპულაცია გრძელდება 30-45 წუთი.
აღდგენითი პერიოდი გრძელდება ცოტა ხანი – უკვე ერთი დღის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, ხოლო რინოპლასტიკის საბოლოო ეფექტი გამოჩნდება 3-4 დღის შემდეგ.