კაპილარების მკურნალობა

კაპილარები აწუხებს დედამიწის ზრდასრული თეთრკანიანი მოსახლეობის მესამედს, ისინი ჩნდებიან ფეხებზე და სახეზე : ცხვირის არესთან, ლოყებზე, ნიკაპზე. მათ აქვთ გამოკვეთილი კაპილარის ფორმა, წითელი ან ლურჯი კაპილარების ქსელი, ამავე ფერის ლაქები (ჰემანგიომები ან „ღვინის ლაქები“).

მათ შეუძლიათ გაჩენა ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა ფაქტორის გამო: ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (გაყინვა, საუნის ხშირი სტუმრობა), ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ზემოქმედება, ორგანიზმის ჰორმონალური გაღიზიანება. არანაკლებ როლს თამაშობს მემკვიდრეობა.

კაპილარების მკურნალობა სახესა და ფეხებზე

კაპილარები – ეს არის არა ესთეტიკური ნაკლი, არამედ ერთ-ერთი სერიოზული დაავადების ფორმა – ვარიკოზი.
ერთი კაპილარის გაჩენაც კი საკმარისია იმისათვის რომ დავფიქრდეთ სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, დავკავდეთ მკურნალობით, თუ ჩვენ არ მივხედავთ კაპილარებს, ისინი დაიწყებენ კანზე „გავრცელებას“.
გაფართოებული კანქვეშა და კანსშიგნითა წვრილი სისხლძარღვები და კაპილარები ხელს უშლიან ნორმალურ სისხლის მიმოქცევას და ტვირთავენ ჯანმრთელ ვენებს ზედმეტი „მუშაობით“.

კაპილარების ლაზერული მკურნალობა და მოშორება

კლასიკური ინვაზიური მეთოდებისგან განსხვავებით, კაპილარების პროგრესული მკურნალობა ლაზერული კოაგულაციის დახმარებით უმტკივნეულოა და თითქმის არ გააჩნია უკუჩვენება. კაპილარების მოშორება ხდება ლაზერული სხივის ზემოქმედებით გაფართოვებულ სისხლძარღვზე ეპიდერმისის შრის გავლით. ლაზერული სხივი შთანთქავს სისხლის ჰემოგლობინს, სისხლძარღვი ხურდება და ქრება, ამრიგად მის გარშემო ქსოვილი არ ზიანდება.

ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას წარმატებით ვებრძოლოთ დაზიანებულ სისხლძარღვებს. დღესდღეობით, კაპილარების გაქრობა სახესა და ფეხებზე არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და რაც მთავარია პროცედურის შემდეგ კანზე არ რჩება ნაწიბურები. კაპილარების მკურნალობა შეგვიძლია ჩავიტაროთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ამ პროცედურას ნიშნავს აუცილებლად სპეციალისტი წინასწარი კონსულტაციის დროს.

ჩვენს კლინიკაში არის თანამედროვე ლაზერული აპარატი Asclepion MeDiostar (გერმანული). ჩვენ გაძლევთ გარანტიას რომ, მისი გამოყენებით და პროფესიონალი ექიმების დახმარებით, კაპილარების პრობლემა კიდურებზე და სახეზე ძალიან მალე გაქრება, უმტკივნეულოდ და ნაწიბურების გარეშე.

შესაძლებელია თუ არა გაფართოვებული კაპილარები ისევ გაჩნდეს?

ლაზერით მოშორებული კაპილარები ქრებიან სამუდამოდ, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება და არ გამორიცხეთ გარე ფაქტორები (საუნა,სოლარიუმი, მოჭარბებული ალკოჰოლის მიღება, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა) რომლებმაც შსაძლებელია გამოიწვიოს ახალი, მოულოდნელი კაპილარების გაჩენა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ხელახლა გამეორდეს ლაზერული მკურნალობა.

სახის მოვლა პროცედურის შემდეგ

არავითარი რთული მანიპულაცია თქვენგან არ მოითხოვება. პროცედურის შემდეგ თქვენ ჩვეულებრივ დაუბრუნდებით თქვენი ცხოვრების რიტმს. ლაზეროთერაპიის შემდეგ, ექიმი რჩევას მოგცემთ, რომ ორი თვე თავი შეიკავოთ გარუჯვისგან, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები და ერთი კვირის განმავლობაში წაისვით ექმის მიერ დანიშნული სპეციალური კრემი.