პროფესიონალური ანტიცელულიტური მასაჟი აუმჯობესებს პრობლემურ ზონებში სისხლის მიმოქცევას, აღადგენს კანში მიკროცირკულაციას და ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც ძლიერდება ცხიმოვან ქსოვილებში სისხლის მიმოქცევა და მცირდება ცხიმის უჯრედების რაოდენობა.
იმისთვის რომ შედეგი შესამჩნევი იყოს, ყოველი პრობლემური ზონა უნდა დამუშავდეს 2-3 ჯერ კვირაში. როგორც წესი, მასაჟის სეანსი გრძელდება ერთი საათი. სეანსების რაოდენობა ინიშნება ინდივიდუალურად, მაგრამ საშუალოდ, საკმარისია 15-20 სეანსი.
პირველი სეანსების შემდეგ ცელულიტი შესაძლოა გახდეს ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებელმა მექანიზმებმა დაიწყეს მოქმედება. თანდათაობით ზედაპირული მანიპულაციებიდან უფრო ღრმისკენ გადასვლა, გვაძლევს საშუალებას დროთა განმავლობაში საერთოდ გავთავისუფლდეთ „ფორთოხლის ქერქისგან“ , შედეგად კანი მკვრივია და ელასტიური. მაგრამ იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ხელმეორედ გაჩენილი ცელულიტი, წელიწადში ერთხელ მაინც სასურველია მასაჟის კურსის გავლა.