მასაჟი და შეფუთვა ნატურალური შოკოლადით
შოკოლადის მასაჟი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე „გემრიელი“ მასაჟის სახეობა. ჯერ მხოლოდ მის არომატს შეუძლია მოგვაჯადოვოს და მოგვწყვიტოს რეალობას, გაათავისუფლოს ჩვენი ცნობიერი და ჩაგვძიროს ფანტაზიის სამყაროში. ხოლო მთელ სხეულზე თბილი შოკოლადის ტალღების შეგრძნება ჩაგვძირავს ეიფორიაში და გვაჩუქებს ნამდვილი სიამოვნების წუთებს. შოკოლადის შეფთვა ფლობს ორ უმნიშვნელოვანესფუნქციას : მოქმედებს კანზე (ღრმად კვებავს და ზრდის მის ელასტიურობას) და ნერვულ სისტემაზე, უფრო ზუსტად – აუმჯობესებს განწყობას, ადუნებს, გვჩუქნის შინაგანი ჰარმონიისა და კომფორტის შეგრძნებას. პროცედურის დროს გამოიყენება მხოლოდ ნატურალური შოკოლადი, რომელიც ირევა სუფთა ნუშის ზეთთან. ორი პროდუქტის კომბინაცია გვაძლევს ხანგრძლივი სარელაქსაციო მასაჟის ჩატარების საშუალებას, ასევე გვჩუქნის შოკოლადის სითბოს და სამკურნალო თვისებებს. მასაჟის ტექნიკა შემუშავებულია შოკოლადის ნაზი და დნობადი ტექსტურის გათვალისწინებით: აძლიერებს შეხების აღქმას და გვანიჭებს დაუვიწყარ შეგრძნებებს. სამასაჟე მოქმედებების ალგორითმი შემუშავბულია ისე, რომ კლიენტი ბოლომდე ჩაძიროს შოკოლადის ეიფორიაში. პროცედურა რეკომენდირებულია აბსოლუტურად ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც სურს მაქსიმალურად მოდუნდეს და საკუთარ თავზე შეიგრძნოს შოკოლადის მთელი სიტკბოება.
მოქმედება : მულტისენსორული ემოციური თერაპია, სტრესისგან გათავისუფლება, კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.