სხეულის მეზოთერაპია

სხეულის სპეციალური მეზოთერაპიული კოქტეილები, შერჩულია ინდივიდუალურად კანის ტიპისა და გადასაჭრელი პრობლემის მიხედვით.

ეს პროცედურა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სასურველი შედეგები : შევამციროთ ლოკალურად ჩამოყალიბებული ცხიმი, მოვიშოროთ ზედმეტი სანტიმეტრები, კორექტირება გავუკეთოთ ცელულიტის გამომჟღავნებას ნებისმიერ სტადიაზე, გავათანაბროთ კანის რელიეფი, გავაქროთ სტრიები და ნაწიბურები .

მეზოთერაპიული პროგრამის დროს გამოიყენება :

ლიპოლიტიკური – ანტიცელულიტური, ცხიმისდამშლელი ნივთიერებები
ვენოტონიკი- აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ააქტიურებს ლიმფოდრენაჟს და მიკროცირკულაციას
ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის დაჭიმვას, მის გათანაბრებას, ელასტიურობისა და სიმკვრივის მომატებას.