მეზოთერაპია 

მეზოთერაპია – უზრუნველყოფს უჯრედულ დონეზე ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას. დერმაში შეყვანილი ვიტამინებისა და სხვადასხვა აქტიური ნივთიერებების კომპლექსები ააქტიურებენ მიკროცირკულაციას, ხელს უწყობენ კანიდან სითხისა და დაშლის პროდუქტების გამოყოფას.
ინექციური გაახალგაზრდავების ცალკე სტრუქტურის-მეზოთერაპიის ეფექტურობა განისაზღვრება მეზოთერაპიისთვის განსაზღვრული კოქტეილების მოქმედების მექანიზმითა და კანის უჯრედების სტაბილური რეგენერაციის უნარით. მეზოთერაპია დაფუძნებულია სისხლის მიმოქცევის გაუჯობესებაზე, უჯრედული ცვლის გააქტიურებასა და კანის უჯრედების აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე.
მეზოთერაპიის პროცედურები ტარდება როგორც სახეზე, ასევე ტანზე.