ლაზერული გაახალგაზრდავება, ეს არის პროცედურა, რომლის დროს გამოიყენება სინათლის ენერგია კონტროლირებადი თერმული მოქმედებისთვის დერმის ცალკეულ კომპონენტებზე ეპიდერმისის დაზიანების გარეშე ასაკობრივი ცვლილებების აღმოსაფხვრელად.
ენერგიის იმპულსი, ახდენს რა კანის ყველა შრეზე სითბურ ზემოქმედებას, ააქტიურებს მიკროცირკულაციას, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ახდენს ჰიპერპიგმენტაციისა და სისხლძარღვოვანი წარმონაქმნების მოშორებას. პროცედურა ტარდება 3–4 კვირაში ერთხელ.