ბოტულინოთერაპია

სიტყვა „ბოტოქსი“ ნაცნობია პრაქტიკულად ყველა ადამიანისთვის- არა მხოლოდ ზრდასრული ქალებისთვის არამედ გოგონებისთვის და ასევე მრავალი მამაკაცისთვისაც. პირველად ამ უნიკალური პრეპარატის წარმოება დაიწყო ამერიკულმა კორპორაციამ და გამოიყენებოდა, როგორც ნევროლოგიური პრეპარატი , კუნთოვანი ქსოვილების სპაზმების საწინააღმდეგოდ. მაგრამ მალე მრავალმა კოსმეტოლოგმა დააფასა ბოტოქსი, როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. რადგან ის ხელს უწყობს ნებისმიერი მიმიკური ნაოჭების და სხვადასხვა სიღრმის ღარების მოშორებას. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც აქვეითებს ნერვული იმპულსების აქტივობას. კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში მისი ანალოგია დისპორტი.

დისპორტი (საფრანგეთი) – ბოტულოტოქსინია, რომელიც არ ახდენს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას. იგი ძირითადად გამოიყენება მიმიკური ნაოჭებისთვის. პრობლემურ ზონებში ხდება ტოქსინის მიკროდოზების შეყვანა, რაც იწვევს დროებით მიმიკური კუნთების აქტიურობის შეზღუდვას და ნაოჭების გასწორებას. გარდა ამისა ტოქსინი გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) დროს.