ბიორევიტალიზაცია – (ინგ. “revitalize” – გაცოცხლება, აღდგენა) არის ნაკლებ ინვაზიური პროცედურა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში. ამ მიზნისთვის გამოიყენება არარეტიკულური, ნატიური, არამოდიფიცირებული ჰიალურონის მჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით კანში, თვალის მინისებრ სხეულსა და სინოვიალურ სითხეში განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი. დადგენილია, რომ ადამიანის კანში ჰიალურონის მჟავის რაოდენობა გაცილებით მეტია ახალგაზრდა ასაკში. წლების მატებასთან ერთად მისი რაოდენობა კლებულობს, რაც კანის გაუწყლოების, ელასტიურობის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი ხდება. სწორედ ამ მიზეზებთან საბრძოლველად მეცნიერებმა შეიმუშავეს და დანერგეს ბიორევიტალიზაციის პროცედურები. ცნობილია, რომ ჰიალურონის მჟავა აქტიურ მონაწილეობას იღებს უჯრედების პროლიფერაციის, მიგრაციისა და დიფერენციაციის პროცესებში, ქმნის ჰიდრორეზერვს კანში და ამით ხელს უწყობს ხარისხიან ექსტრაცელულარულ მატრიქსის ფორმირებას. ასევე დადასტურდა ჰიალურონის მჟავის აქტიური როლი ნეოანგიოგენეზში.
ბიორევიტალიზაციის პროცედურები ტარდება რამოდენიმე ეტაპად, კურსის სახით. პრეპარატის შეყვანა კანში ხდება მიკროინექციების საშუალებით. პროცედურების დამთავრებიდან 3-4 კვირაში აღინიშნება: კანის ფერის ცვლილება, გამკვრივიება და და დანამვა. რატომ 3-4 კვირის შემდეგ? სწორედ ეს დრო არის საჭირო საკუთარი (ენდოგენური) , ახალგაზრდა კოლაგენის გამომუშავებისთვის.